Microsoft-მა შესაძლოა GitHub-ი შეიძინოს
ეკონომიკა

Microsoft
ფოტო: shutterstock.com
შესაძლოა კორპორაცია Microsoft-მა GitHub-ი შეიძინოს. ამის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები წლებია უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ BusinessInsider-ი წერს.
როგორც ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას Microsoft-ს GitHub-ი IT პროექტების განსახორციელებლად სჭირდება.
გარიგების დეტალების თაობაზე ოფიციალურად შესაძლოა დღეს გავრცელდეს ინფორმაცია. Microsoft-ის და GitHub-ის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ჯერ კიდევ 2015 წელს GitHub-ის საბაზრო ღირებულება $2 მილიარდი იყო. 2018 წელს კი კომპანიიის ღირებულებამ $5 მილიარდს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-ი GitHub-ის სერვისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. ეს პლათფორმა საერთო ჯამში 28 მილიონ დეველოპერს აერთიანებს.




