03 მარტი 2017, 15:40
ია შათირიშვილი
ბიტკოინის ღირებულებამ უნცია ოქროს ფასს გაუსწრო
ეკონომიკა

გაზიარება
პირველად ისტორიაში, კრიპტოვალუტის ანუ ბიტკოინის ღირებულებამ უნცია ოქროს ფასს გაუსწრო, იუწყება BBC. კრაკენის ელექტრონულ ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების შემდეგ ერთი ბიტკოინის ღირებულებამ ათას 268 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა უნცია ოქრო ათას 233 დოლარი ღირს.
ეკონომისტები ბიტკოინის ფასის ზრდას ჩინეთში კრიპტოვალუტაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა პეკინმა წელს მისი გამოყენება შეზღუდა. არ გამორიცხავენ, რომ ბიტკოინის საშუალებით ქვეყნიდან ფულის გადინება დაწყებულიყო.





