კვირის პალიტრა
გვენეტაძე: ეკონომიკა და დასაქმება იზრდება
ეკონომიკა

კობა გვენეტაძე
კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
"კურსი ყოველთვის უბრუნდება გრძელვადიან, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებულ ტრენდს, რადგან შეუძლებელია ფუნდამენტური ფაქტორებიდან მნიშვნელოვნად გადახრილი კურსის დიდხანს შენარჩუნება.
კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.
გრძელვადიან პერიოდში კურსის დინამიკა დამოკიდებულია პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე და ინფლაციის დონეზე.
ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით.
ხელოვნური გამყარება რეზერვების ხარჯვის ან მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიიღწევა, რასაც მოჰყვება ეკონომიკის ზრდის შეფერხება და უმუშევრობის ზრდა.
გაუფასურება მტკივნეულია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში არბილებს საგარეო შოკის გადმოცემას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას.
სწორი რეაგირება ერთ-ერთი მიზეზია, რომ ძლიერი საგარეო შოკის მიუხედავად, არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, უფრო მაღალია, ვიდრე ძირითად სავაჭრო პარტნიორებში", ამბობს გვენეტაძე.





