ანდრეი ჯუფალაკიანი
სახელმწიფო უწყებებს კვლავ მაგთი და ჯეოსელი მოემსახურება
ეკონომიკა

ჩაშლილი ტენდერის გამო, სახელმწიფო უწყებებს ფიჭური კავშირგამბულობის მომსახურებას, 1 აპრილამდე, კვლავ "მაგთი" და "ჯეოსელი" გაუწევს.
ამ ორ კომპანიასთან 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე მეორედ გახანგრძლივდა. ამჯერად, მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელდეს შპს "მაგთიკომთან" და შპს "ჯეოსელთან" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
კონსოლიდირებულ ტენდერში, რომელიც 2017-18 წლებისთვის ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებდა, მხოლოდ შპს "მობიტელმა" (ბილაინი) მიიღო მონაწილეობა. თუმცა, სახელმწიფო კომპანიამ მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა, მიზეზად კი მესამე თაობის ინტერნეტის ხარისხი დასახელდა.
"ბილაინი" ამ დასკვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მიმართა. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი. საუბარია დაახლოებით 260 ათასი აბონენტის მომსახურებაზე.





