01 მარტი 2017, 20:50
imedi
ლარი 6 პუნქტით გამყარდა
ეკონომიკა

გაზიარება
დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარი 2.4828 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0666 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6176 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7016 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.084 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევიდა ძალაში.





