ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები გაიფიცნენ
ეკონომიკა

მძღოლების გაფიცვა
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია "მაქსიმის" თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე არ მუშაობს.
გაფიცულები ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მძღოლები ამბობენ, რომ ტარიფი იმდენად დაბალია, შემოსავალი ავტომობილების შესაკეთებლადაც არ ჰყოფნით.
ისინი მსვლელობით და საყვირებით ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილდებოდნენ. მათ პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.
ტაქსის კომპანიში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფები არ გაიზრდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ტარიფების გაზრდა არ იგეგმება, გაფიცულების პრეტენიების მოსასმენად კი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
ტაქსის კომპანია "მაქსიმი" ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა.





