ავარიის შემდეგ, Tesla-ს აქციები დაეცა
ეკონომიკა

Tesla Model 3
ფოტო: Twitter
კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. 2017 წლის ივლისში 35 ათასი დოლარის ღირებულების მანქანების პრეზენტაციის შემდეგ, ახალი ტექნოლოგია წინასწარ ნახვარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა. კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი ასეთ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და თქვა, რომ 2017 წლის ბოლოს, ყოველ კვირას ხუთი ათასამდე Model 3-ს გამოუშვებდა. ამჟამად 2018 წელს კომპანია კვირაში ათასს ავტომობილს ამზადებს.
Tesla-ს ხელი აკუმულატორების მიმწოდებელმა შეუშალა, ყოველ შემთხვევაში ილონ მასკი სიტუაციას ასე აღწერდა. ის ამბობდა, რომ ელექტრომობილის პროგრამული უზრუნველყოფის ფაქტობრივად თავიდან ჩაწერა მოუხდათ. Gigafactory, რომელიც Tesla-სთვის აკუმულატორებს ამზადებს, წარმოებისთვის მზად ვერ აღმოჩნდა.
"The B2 CFR reflects Moody's expectation that the launch, production ramp up, and market acceptance of the Model 3 will be successful enough to achieve approximately 300,000 unit sales during 2018 (a full-year sales rate averaging about 5,500 per week)" $TSLA #Tesla #Moodys pic.twitter.com/dQK9kBxwYM
— TeslaCharts (@TeslaCharts) February 25, 2018
ინვესტორებს სჯეროდათ, რომ კომპანია პრობლემების მოაგვარებდა, თუმცა მარტში Tesla-ს აქციები დაეცა. მიზეზი Model X-ის ელექტრომობილის ავარია გახდა. 23 მარტს ავტოპილოტის რეჟიმში მყოფი მანქანა დიდი სიჩქარით ბეტონის ბარიერს შეეჯახა. მძღოლი დაიღუპა. Tesla-ში განაცხადეს, რომ მონაცემების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სისტემამ რამდენჯერმე გააფრთხილა მძღოლი, რომ მას საჭე უნდა დაეკავებინა და სიტუაცია ემართა. რატომ "გადაწყვიტა" ავტოპილოტმა მოულოდნელად მოხვევა, უცნობია. ამის შემდეგ მალევე Tesla-მ თავისი ავტომობილების ნაწილის წარმოება შეწყვიტა. ერთი კვირის განმავლობაში კომპანია 17%-ით გაიაფდა.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური გაუმართაობის მოსაგვარებლად ილონ მასკი ქარხანაზე პირადად მუშაობს. "ისევ მძინავს ქარხანაში. ავტომობილების წარმოება ჯოჯოხეთური საქმეა", - განაცხადა მასკმა.




