კახეთში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაიხსნა
ეკონომიკა

ფოტო: facebook
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სასტუმროში რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდა, ასევე ეს ინვესტიცია ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურისტების რაოდენობა 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, "ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
პროექტი KTW-ჯგუფს ("კახური ტრადიციული მეღვინეობა") ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FKvirikashviliOfficial%2Fvideos%2F599809390364089%2F&show_text=0&width=560" width="560" height="315" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>




