ანდრეი ჯუფალაკიანი
სასამართლომ „British American Tobacco“ 270 მილიონი ლარით დააჯარიმა
ეკონომიკა
ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, „British American Tobacco“-სთვის დაკისრებული ჯარიმა 270 მილიონი ლარია.
კომპენსაცია „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა კომპანია OGT-მ უნდა მიიღოს. დავის მონაწილეები ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
კიდევ ერთი დაჯარიმებული კომპანია კი „ფილიპ მორისია“. მოსარჩელე ამ შემთხვევაში ადგილობრივი მწარმოებელი „თბილისის თამბაქოა“ („პირველი“).
კომპანიის გენერალური დირექტორი ზვიად მუკბანიანი ამბობს, რომ პროდუქციას „ფილიპ მორისი“ წლების განმავლობაში თვითღირებულებაზე იაფად ყიდის. ამის დამადასტურებელი საბუთები „თბილისის თამბაქომ“ სასამართლოს წარუდგინა.
„ფილიპ მორისი“ 92 მილიონი ლარით დაჯარიმდა. კომპანია სამართლებრივ ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.





