ახალციხეში 1200-მდე მოსახლეს კანალიზაციის პრობლემა მოუწესრიგდება
ეკონომიკა

წყალარინების ქსელის მოწყობა
ფოტო: წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 826 403 ლარი დაიხარჯება.
საბარგო სადგურის დასახლებაში წყალარინების სისტემა არ არსებობდა, რის გამოც, ტერიტორიაზე არ იყო დაცული სანიტარიული ნორმები. მოსახლეობას პრობლემები განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში ექმნებოდა.
პროექტის ფარგლებში ეწყობა 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი. შედეგად აღმოიფხვრება სანიტარიული დაბინძურების საფრთხე, და 1200-მდე ადგილობრივ მოსახლეს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.





