15 მარტი 2018, 08:59
ირმა ებრალიძე
ხვალიდან კახეთში ფასდაკლების კვირეული იწყება
ეკონომიკა

კახეთი
ფოტო: Facebook
გაზიარება
კახეთში ფასდაკლების კვირეული ხვალიდან იწყება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი „Discount Week“-ი კახეთში 16 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია 11 სასტუმრო, 5 შატო, 5 ღვინის მარანი და 20 მუზეუმი. მანამდე ფასდაკლების კვირეულს აჭარამ უმასპინძლა.
აჭარაში პროექტი პირველად 2017 წელს განხორციელდა და მონაწილეობა 22-მა სასტუმრომ მიიღო.





