კრიპტოვალუტის ღირებულება შემცირდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
წამყვანი კრიპტოვალუტების ფასი ბაზარზე მცირდება. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ბიტკოინის ღირებულება 9,189 დოლარია. გუშინ მისი ფასი 9849 დოლარი იყო. 27 თებერვალს კი ბიტკოინის ღირებულება 10 000 დოლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება Ethereum-ს, მისი ფასი ამ დროისთვის 698 დოლარია. Ripple კურსი კი 0.792038 დოლარია.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასი 7000-მდე დაეცემა.
2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.
მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.
ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.





