ტრამპის "სავაჭრო ომს" შესაძლოა Jack Daniel’s-ი შეეწიროს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
კომპანია Brown-Forman Corp-მა, რომელიც ვისკის Jack Daniel’s აწარმოებს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოღებული წესები ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე მწვავედ გააკრიტიკა. კორპორაცია შიშობს, რომ იმავეს ევროკავშირიც გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა პო ვარგამ განაცხადა, Brown-Forman Corp.-ის პროდუქტები შესაძლოა "უდანაშაულო მსხვერპლნი გახდნენ", თუმცა კომპანია ამერიკულ ეკონომიკაში მსხვილ ინვესტიციებს დებს.
ალკოჰოლის ამერიკულმა საბჭომ უკვე აღნიშნა, რომ ბურბონის წილზე, აშშ-სა და ევროკავშირის მთლიან ალკოჰოლურ სასმელებზე ექსპორტის ერთი მეხუთედი მოდის. ამრიგად, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტზე ტარიფების დანერგვას შეიძლება მრეწველობის ფართო სპექტრზე ჰქონდეს გავლენა.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, 25 % და 10 %-იანი საბაჟო გადასახადის დაწესება დააანონსა.
თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის მიმართ არასამართლიანი სავაჭრო გარიგებები მოქმედებდა და ვითარება დროულად უნდა შეიცვალოს.
ოფიციალური ვაშინგტონის თქმით, ამ გზით შტატებში იაფი ფოლადის შედინება შეწყდება, რაც ფოლადის ადგილობრივ მწარმოებლებს შეუწყობს ხელს. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო პროექტებისთვის ადგილობრივი წარმოების ფოლადი უნდა იყიდონ.




