ტრამპი: სავაჭრო ომი კარგია
ეკონომიკა

დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა სავაჭრო პარტნიორებთან მილიარდობით აშშ დოლარს კარგავს და სავაჭრო ომი გამარჯვებისთვისაა საჭირო. "სავაჭრო ომები კარგია", - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.
When a country (USA) is losing many billions of dollars on trade with virtually every country it does business with, trade wars are good, and easy to win. Example, when we are down $100 billion with a certain country and they get cute, don’t trade anymore-we win big. It’s easy!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 2, 2018
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის კანადა, ჩინეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების გაზრდის გამო აკრიტიკებენ.
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ გამყიდველის ვალდებულებების შემოღება ამერიკული წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვას ისახავს მიზნად. გამყიდველის ვალდებულებები ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოცხადდება, რაც ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-ის დაწესებას ითვალისწინებს.
ვაშინგტონის განმარტებით, ამ გზით შტატებში იაფფასიანი ფოლადის შედინება აღიკვეთება, რაც ადგილობრივი ფოლადის მწარმოებლებს შეუწყობს ხელს. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო პროექტებისთვის ადგილობრივი წარმოების ფოლადი უნდა იყიდონ.




