უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკი მოეწყობა
ეკონომიკა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველო-ბილიკით დაუკავშირდება. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. ველობილიკის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
კერძოდ, როგორც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წერია, სახელმწიფო შესყიდვა ველო-ბილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 31 860 ლარია.
საპროექტო ობიექტი იწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მთავრდება პეკინის გამზირზე, სადაც უნდა მიუერთდეს არსებულ ველობილიკს. საპროექტო ველო-ბილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს,- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.





