მარიამ ქვრივიშვილი: მუდმივად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად დავგეგმეთ საერთო რეგიონული ღონისძიებები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში: ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად უკვე შედგენილია გეგმა, რომელიც 2029 წლისთვის შუა დერეფანში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას ითვალისწინებს.
„მუდმივად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად დავგეგმეთ საერთო რეგიონული ღონისძიებები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ასე შედგა ჩვენი მეტ-ნაკლებად მოკლე და საშუალოვადიანი გეგმა 2029 წლამდე, რისთვისაც სახელმწიფო სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინვესტირებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას: საპორტო, სარკინიგზო, სახმელეთო და საავიაციო სატრანსპორტო სფეროში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.





