ლევან მოსეშვილი IATA-სთან პარტნიორობაზე: ეს არის არამხოლოდ აეროპორტების გაერთიანების მიღწევა, ეს არის საქართველოს საავიაციო სექტორის მიღწევაც, რადგან რეგიონში პირველი პრეცედენტია, როდესაც IATA-ს სასწავლო ცენტრის მასშტაბის ორგანიზაციის პარტნიორი გავხდით
ეკონომიკა

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ UAG აკადემია საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ილაპარაკა.
მისი თქმით, ეს არის არამხოლოდ აეროპორტების გაერთიანების მიღწევა, ეს არის ზოგადად საქართველოს საავიაციო სექტორის მიღწევაც.
„რეგიონში პირველი პრეცედენტია, როდესაც IATA-ს სასწავლო ცენტრის მასშტაბის ორგანიზაციის პარტნიორი გავხდით. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო სტანდარტები სხვა დონეზე გავიყვანოთ. ავამაღლოთ ჩვენი სასწავლო კურსები, მოვიზიდოთ მეტი მსმენელი, საავიაციო პროფესიონალები გავზარდოთ საქართველოში არამხოლოდ ჩვენი საავიაციო ინდუსტრიისთვის, არამედ რეგიონში ვიყოთ ლიდერები და რეგიონის მასშტაბით გავხდეთ საავიაციო, სასწავლო ცენტრი“, - აღნიშნა მან.





