მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა, რათა ჩვენ ქვეყანაში ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ამ ქვეყნიდან
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა, რათა ჩვენ ქვეყანაში ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში განიხილეს.
„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.





