ავთანდილ კასრაძე სან-ფრანცისკოს სამეცნიერო მუზეუმის Exploratorium-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც სან-ფრანცისკოს მუზეუმიდან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისთვის ექსპონატების მიღების შესაძლებლობები განიხილეს
ეკონომიკა

ფოტო: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოს სამეცნიერო მუზეუმში Exploratorium - ში, მუზეუმის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობა და სან-ფრანცისკოს მუზეუმიდან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისთვის ექსპონატების მიღების შესაძლებლობები განიხილეს.
Exploratorium – ი გამოჩენილმა ამერიკელმა ფიზიკოსმა ფრენკ ოპენჰაიმერმა 1969 წელს სან-ფრანცისკოში დააარსა. მან სრულიად შეცვალა სამეცნიერო მუზეუმების კონცეფცია და აქცენტი სტუმართა ინტერაქციულ ჩართულობაზე გადაიტანა.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.



