სოფელ დუისის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ დუისში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულად აღჭურვილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.
დუისის სკოლის პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტური და სეისმომედეგი ინფრასტრუქტურის შექმნას, თანამედროვე სასწავლო სივრცეების, საინჟინრო სისტემებისა და კეთილმოწყობილი გარემოს მოწყობას.
ახალი სკოლის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ დუისში განათლების ინფრასტრუქტურას და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო პირობებს შექმნის.
ტენდერის დასრულებისა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება დუისის სკოლის სამშენებლო სამუშაოები.




