საქსტატი: 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 9.9 პროცენტით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა
ეკონომიკა

ფოტო: საქსტატი
2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა, - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში აღინიშნა.
„საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ
დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა
12.1 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0
პროცენტით)", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.





