2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული პოლიტიკის, დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებზე განიხილავენ.
მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარადგენს. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი ჯამში 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია, რაც 2026 წლის ბიუჯეტზე თითქმის მილიარდ 200 მილიონით მეტია.
დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა, ასევე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს.



