ირმა ებრალიძე
“სილქნეტი” "ჯეოსელს" ყიდულობს
ეკონომიკა

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.
სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.
“სილქნეტმა” “ჯეოსელის” შესყიდვის შესახებ განაცხადა. მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან.
გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია. დაფინანსდება თიბისი ბანკისა და მის მიერ ორგანიზებული რეგიონული ბანკების სესხითა და "სილქნეტის" კაპიტალით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.
კომპანიებმა „ჰულიჰან ლოკი“ (Houlihan Lokey) და „ერნეჰოლმ ჰასკელ“ (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია „დენტონსი“ (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.




