15 იანვარი 2018, 11:46
ირმა ებრალიძე
დეკემბერში შრომისუნარიანი კაცის და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი შემცირდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
2017 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი კაცისთვის საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით შემცირდა და 173.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. შემცირებულია საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც. ნოემბერთან შედარებით სხვაობა 3.8 ლარია.
სტატისტიკის დეპარტამენტის გათვლებით, დეკემბერში საშაულაო ოჯახის საარსებო მინიმუმი 291 ლარით განისაზღვრა. ერთსულიანი ოჯახისთვის 153.7 ლარია, ორსულიანისთვის 245.9 ხოლო ექვსულიანი და მეტი წევრისთვის 408.7 ლარი.





