რუსეთი ბიტკოინის გამოშვებას გეგმავს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, უწყებაში განიხილავენ ციფრული ვალუტის გამოშვებას რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და „ბრიკსის“(ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის) ქვეყნებისათვის. ამის შესახებ CNN-ი წერს.
რუსეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილის, ოლგა სკორობოჰატოვას თქმით, ამ პრობლემის შესწავლა და რუსეთის პარტნიორებთან კონსულტაციები სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება.
"არსებობს ბევრი ტექნოლოგიური და მაკროეკონომოიური ასპექტი ასეთი ზენაციონალური კრიპტოვალუტის შემოსაღებად“, - განუცხადა სკორობოჰატოვამ ჟურნალისტებს.
მანამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ კრიპტოვალუტა არ იქნება გამოყენებული, როგორც ანგარიშსწორების მეთოდი. არამედ, როგორც ინვესტირებისათვის საჭირო უძრავი ქონება.
ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.





