ნინო წილოსანი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე: საქართველო არის მნიშვნელოვანი გამტარი, მნიშვნელოვანი მონაწილე და შემსრულებელი აღნიშნული დიდი პროექტის, რომელიც ერთხელ კიდევ იქნა აღიარებული ევროკავშირის მხრიდან
ეკონომიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ის წარმოუდგენელი უმსგავსობები, რომელიც რიგმა ბიუროკრატებმა საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, იყო მთლიანად ამ ორმხრივი ინტერესების დამაზიანებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საუბრისას.
მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, არის ის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთლიანად ევროპის ენერგო უსაფრთხოება.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი გამტარი, მნიშვნელოვანი მონაწილე და შემსრულებელი აღნიშნული დიდი პროექტის, რომელიც ერთხელ კიდევ იქნა აღიარებული ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.




