18 დეკემბერი 2017, 15:06
ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟამ ვაჭრობა ბიტკოინებზე დაიწყო
ეკონომიკა

გაზიარება
ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟამ ფიუჩერსებით ვაჭრობა ბიტკოინებზე დაიწყო. საბირჟო კონტრაქტები იანვარში 20 500 დოლარი ღირდა, თუმცა მოგვიანებით მისი ფასი რამდენიმე ათასით დაეცა.
ვაჭრობის დაწყების პირველივე საათებში 600 საბირჟო კონტრაქტი გაიყიდა. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი თითქმის 20 000 დოლარამდეა გაზრდილი.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.





