ქართველი დეპუტატებიდან ბიტკოინებს ირმა ნადირაშვილის ოჯახი ფლობს
ეკონომიკა

ირმა ნადირაშვილი
პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის მეუღლე, ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი დავით დაღელაშვილი 15 ბიტკოინს ფლობს. ნადირაშვილმა შესაბამისი მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა, რომელიც 2 ოქტომბერს შეავსო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ თითო ბიტკოინის ფასი 700 დოლარია. თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ვირტუალური ფულის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის ერთი ბიტკოინი 18 900 დოლარი ღირს. შესაბამისად, 15 ბიტკოინის ღირებულება უკვე 283 500 დოლარია. ვირტუალური ფული დაღელაშვილმა 2016 წელს შეიძინა.
ვირტუალურ ფულს ფლობს თავად ნადირაშვილიც. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის მფლობელობაშია 100 ერთეული etherium-ი (ვირტუალური ფული, რომლის დღევანდელი ღირებულება 710 დოლარია).
ნადირაშვილის გარდა, ბიტკოინის ან სხვა ვირტუალური ფულის შესახებ მონაცემები პარლამენტის სხვა წევრთა დეკლარაციებში არ იძებნება.





