17 დეკემბერი 2017, 12:39
ნუცა ტრაპაიძე
ძველ თბილისში 12-მილიონიანი ინვესტიციით სასტუმროს მშენებლობა დაანონსდა
ეკონომიკა

ფოტო: ნუცა ტრაპაიძე
გაზიარება
ძველ თბილისში, მირზაშაფის ქუჩაზე 12-მილიონიანი სასტუმროს მშენებლობა დაანონსდა. კაფსულა ისრაელის ქნესეთის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩადეს.
ორი წლის განმავლობაში ამ ობიექტზე დაგეგმილია 12 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება, რომლის შედეგადაც დედაქალაქი მიიღებს თბილისის ისტორიულ უბანზე არქიტექტურულად მორგებულ, მაღალი კლასის 63-ნომრიან თანამედროვე სასტუმროს.





