ბიტკოინის ფასმა 19 ათას დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

ბიტკოინის კურსმა 19 ათას დოლარს გადააჭარბა და 19 340,10 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პორტალ Сoinmarketcap-ის მონაცემები მეტყველებს. ასეთია შაბათის ვაჭრობის შედეგები. CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი მალე 20 ათას დოლარიან ნიშნულამდე აიწევს. მანამდე, შაბათს ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 18 ათასი დოლარი შეადგინა.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო ნოემბრის ბოლოს კი 10 ათასი დოლარი გახდა.
ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





