17 სექტემბერი 2025, 20:16
სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესს - ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო აშენდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო ბათუმში. 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დამატებითი სამუშაო ადგილები - „ორბი“ ჯგუფი ახალი ცათამბჯენების მშენებლობას იწყებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, სახელმწიფო ინოვაციების ხელშეწყობას აგრძელებს. დღესვე ბათუმში გამორჩეული სტარტაპერები გამოავლინეს.
სიახლეები ბათუმის აეროპორტში, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა - აჭარაში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი დასრულებული სამუშაოების შედეგს და არსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.





