მაიამიში პენტჰაუსი მხოლოდ ბიტკოინებზე იყიდება
ეკონომიკა

მაიამი
უძრავი ქონების ამერიკული სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება განცხადება მაიამიში პენტჰაუსის გაყიდვის თაობაზე. ამ განცხადებაზე ყურადღებას, კონკრეტული მიზეზების გამო, ტელეარხი CNBC ამახვილებს. ამის მიზეზი გამყიდველის მოთხოვნაა, რომ საფასურის გადახდა ბიტკოინებით მოხდეს. უძრავ ქონებას ის 33 ბიტკოინად ასხვისებს.
ელიტარული სახლი ბისკეინის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. გასაყიდი ბინის ფანჯრებიდან კი, გამყიდველის თქმით, მაიამი-ბიჩის ხედი იშლება. პენტჰაუსი სულ ერთი საძინებლის, მისაღების და მოზრდილი სააბაზანოსგან შედგება. შეძენისთვის აუცილებელი პირობა მხოლოდ ბიტკოინის გადახდაა. დოლარი და სხვა ვალუტა არ მიიღება.
შესაბამისად, მიმდინარე კურსის მიხედვით ბინის ღირებულება 563 ათასი დოლარი გამოდის.





