გია გაჩეჩილაძე ტარიელ ხეჩიკაშვილს ტენდერების გამო უპირისპირდება
ეკონომიკა
მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს. დღეს მან კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. მომღერალს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.
ბრალდებებს დღეს ადრესატებმა უპასუხეს. მათ კარტელურ გარიგებებში მონაწილეობა უარყვეს. გია გაჩეჩილაძის განცხადებას თავად პრემიერიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ტენდერები კანონის სრული დაცვით ტარდება, ის და მისი გუნდი კი არიან იმის გარანტი, რომ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება.




