05 დეკემბერი 2017, 23:37
ბიტკოინის კურსმა 12 000 დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

გაზიარება
ბიტკოინმა მორიგი რეკორდი დაამყარა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეს 12 000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Coinmarketcap-ი იუწყება.
ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა 12 032 დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.
ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





