28 ნოემბერი 2017, 16:32
ბიტკოინის ფასმა 10 000 დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

გაზიარება
ზოგიერთ ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა 10 000-ს დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ პორტალი Coinmarketcap-ი წერს.
აშშ-ში კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა ფასმა 10085,5 დოლარი შეადგინა, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ 165,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.
25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება. ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





