17 ნოემბერი 2017, 20:28
Johnson & Johnson-ი 6 პაციენტს $247 მილიონს გადაუხდის
ეკონომიკა

გაზიარება
დალასის ფედერალურმა ჟიურიმ კომპანიას Johnson & Johnson-ს და მის ორთოპედიულ განყოფილებას - DePuy-ს 6 პაციენტისთვის 247 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. პაციენტები აცხადებენ, რომ მათ თეძოს დეფექტიანი ინპლანტებისგან - Pinnacle - ტრავმები მიიღეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის ექვსმა მაცხოვრებელმა განაცხადა, რომ იმპლანტის კონსტრუქციამ ქსოვილების კვდომა, ძვლების ეროზია და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვია.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის აშშ-ის სასამართლოებში Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ, Pinnacle-ს გამო 9700 სარჩელია შეტანილი.





