02 ნოემბერი 2017, 15:10
1 ბიტკოინის ფასმა 7000 დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

გაზიარება
ბიტკოინი თავისი რეკორდული მაჩვენებლის გაუმჯობესებას განაგრძობს. CoinDesk-ის ცნობით, დღეს 1 ბიტკოინი უკვე 7058,39 დოლარი ღირს. 1 ნოემბერთან შედარებით კრიპტოვალუტის ფასმა 460 დოლარამდე მოიმატა, რაც პროცენტულად 3%-იანი ზრდაა.
30 ოქტომბერს ერთი ბიტკოინის ფასი 6,306.58 დოლარი იყო.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





