ლარმა გამყარება დაიწყო
ეკონომიკა

ფოტო:shutterstock.com
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7596 ლარი ეღირება, ევრო – 3.0002 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4972 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7323 ლარი ღირდა, ევრო – 2.9577 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4460 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 მაისს ამოქმედდება.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს. ბანკის ინფორმაციით, 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა.
სებ-ის განმარტებით, ბაზრისთვის ლიკვიდურობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. მათივე განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.





