30 ოქტომბერი 2017, 20:29
ბიტკოინის ფასმა 10 დღეში 300 დოლარით მოიმატა და 6,306.58 დოლარი ღირს
ეკონომიკა

გაზიარება
ბიტკოინის ოფიციალური ღირებულება ისევ გაიზარდა და ისევ რეკორდული მაჩვენებლი დააფიქსირა. დღეს ერთი ბიტკოინის ფასმა 6,306.58 დოლარი შეადგინა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
20 ოქტომბერს ბიტკოინის ყიდვა 5 981 დოლარად იყო შესაძლებელი, 10 დღეში კი მისი ფასი 300 დოლარზე მეტით გაიზარდა.
სექტემბრის შუა რიცხვებში ჩინეთში ბიტკოინით ვაჭრობის აკრძალვის გამო კრიპტოვალუტის ფასი 3000 აშშ დოლარამდე დაეცა.
ამჯერად, კრიპტოვალუტის ფასი ზრდას ისევ განაგრძობს. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.
ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





