ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. ვიდეო
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე - იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.
გახსნის ცერემონიაზე რკინიგზის მნიშვნელობის შესახებ განცხადებები გააკეთეს გიორგი კვირიკაშვილმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.









