ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს ევროპასა და აზიას
ეკონომიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: 1tv
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც მიმართა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. დღეს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების მოცულობა 240 მილიონ ტონას აღემატება. ამ ტვირთების 10 პროცენტის ტრანსპორტირებაც რომ მოხდეს „საშუალო დერეფნით“, რომელიც ჩვენს ქვეყნებზე გადის, ჩვენ დამატებით 24 მილიონ ტონა ტვირთს გადავიტანთ", - განაცხადა ერდოღანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით კი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია.
რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც სარკინიგზო ხაზს თქვა, რომ ის მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას.
დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად იხსნება.





