ალიევი: რკინიგზა პირველ ეტაპზე 5 მილიონ, მომდევნო ეტაპზე კი 17 მილიონი ტონა ტვირთს გადაიტანს
ეკონომიკა

ილჰამ ალიევი
ფოტო: 1tv
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ალიევმა რკინიგზის პროექტს ისტორიული უწოდა და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
"ძვირფასო სტუმრებო, თქვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში კიდევ ერთხელ აჩვენებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია. ამ გზის სიგრძე 850 კილომეტრს წარმოადგენს, აქედან 504 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის.
ამ გზის საშუალებით პირველ ეტაპზე იგეგმება 5 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა, მომდევნო ეტაპზე - 17 მილიონი ტონა, მოგვიანებით - კიდევ უფრო მეტი მოცულობის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევრაზიის სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც სარკინიგზო ხაზს თქვა, რომ ის მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას.
დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად იხსნება.





