ირმა ებრალიძე
სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა 18%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

ეკონომიკის სამინიტრო სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკის 5%-იან ზრდას აფასებს და აცხადებს, რომ სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა.
კერძოდ, გაიზარდა პროდუქციის ექსპორტი შემდეგ სექტორებში: ფეროშენადნობის ექსპორტი 207%-ით, ღვინის ექსპორტი 90%-ით, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 41%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 55%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 149%-ით. ასევე სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა 18 %-ით გაიზარდა.
2017 წლის 9 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.8 მილიონი დოლარი შეადგინა.





