30 ოქტომბერი 2017, 11:17
ირმა ებრალიძე
სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

გაზიარება
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის III კვარტალში 4,4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 % იყო.
2017 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. დამატებული ღირებულების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში.





