ანა ბერუკაშვილი
კახა კალაძე თბილისის უკვე დასრულებულ გენგეგმას თავიდან შეისწავლის
ეკონომიკა

გენერალურ გეგმაზე სამუშაოდ სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ კახა კალაძემ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევქმნით ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტებს გააერთიანებს და გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ცენტრალურ რაიონებში კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს", - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, მიწათსარგებლობის დოკუმენტი იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რაზეც იქნება დამოკიდებული ქალაქის შემდგომი განვითავრება.
„ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაჰბარდა, მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა , რათა საბოლოო ვარიანტი თბილისის ყველა მოსახლისათვის მისაღები იყოს.





