დიტო ყირიმლიშვილი
ილია ელოშვილი: მოსწავლეების ენერგეტიკით დაინტერესება მნიშვნელოვანია
ეკონომიკა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა. მინისტრმა მოსწავლეებს ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების მნიშვნელობა გააცნო.
მინისტრის განცხადებით ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მოსწავლეები ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურზეც იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს კაშხალი, მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პრინციპებს. შემეცნებითი ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის უკვე მე-2 წელია იმართება.



