15 მარტი 2024, 21:08
პენსიონერებისთვის სესხი გაიაფდა - „ლიბერთი ბანკის“ შეღავათი 150 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის უკვე ძალაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო: „ლიბერთი ბანკი“
გაზიარება
პენსიონერებისთვის სესხი უკვე გაიაფდა. „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილება, რაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ძალაშია და 150 ათასზე მეტ მომხმარებელს ეხება.
150 ათასზე მეტ პენსიონერს დღეიდან საპენსიო სესხებზე მაღალი პროცენტული განაკვეთი საშუალოდ 6-დან 7%-მდე შეუმცირდა.
ახალი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პენსიონერი მოქალაქეები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჯამში 7-დან 8-მილიონამდე თანხას დაზოგავენ.





