20 სექტემბერი 2017, 16:54
პაპუნა შუშანია
ზუგდიდში სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება
ეკონომიკა

ფოტო: პაპუნა შუშანია
გაზიარება
ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ქალაქ ზუგდიდში ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილონი ლარი დაიხარჯება.
"ქალაქ ზუგდიდში ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯანაშიას ქუჩაზე UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონზე სკამების მონტაჟისა და მინდვრის საფარის დაგება"- განაცხადა გოგოხიამ.
სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.





