29 აგვისტო 2017, 12:24
ირმა ებრალიძე
საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი – იყიდე ქართული 10 ოქტომბერს გაიმართება
ეკონომიკა

გაზიარება
პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი – “იყიდე ქართული” 10 ოქტომბერს სასტუმროში – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორის KAR.GE-ის განცხადებით, ფორუმის მიზანია ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდა.
“იყიდე ქართული” უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ქსელებს, მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას", - აცხადებენ KAR.GE-ში.





