22 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს გაზმომარაგება შეუწყდება
ეკონომიკა

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო 04:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: სანზონის რაიონში - ფეიქრების ქუჩა №8, №14, №14ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ფეიქრების ქუჩაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს;
დიღმის რაიონში - დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კილომეტრის, დიღმის დასახლების, აგრალური უნივერსიტეტის დასახლების, დიღომო-7, დიღომი-8, გრიგოლ ფერაძის, ბელიაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას, გიორგი ტერევენკოს, ესმა ონიანის, ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს;
დიდ დიღომში - როსტევან მეფის, დავარის, ვეფხვისტყაოსნის, სტრაბონის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის, დავარის, უსენის, ფატმანის, ტარიელის, ნიკო ბურის, რამაზის, ნესტან დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგსის, კრისტიან სტივენსის, არქანჯელო ლამბერტის, მურადინ ფრიდონის, მაქს ტილკეს, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარედ არსებული ქუჩების მოსახლეობას, ასევე სოფელ დიღომის, ზურგოვანის დასახლების და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება შპს „დიდი დიღმის“ აბონენტებს. გაზის მიწოდება აღდგება ხვალ, 22 აგვისტოს, 11:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.




